აღნიშნული ღონისძიება უკვე ჩატარდა.

გადადით მთავარ გვერდზე, სადაც შეძლებთ უამრავი საინტერესო ღონისძიების დათვალიერებას და ბილეთის შეძენას.
თბილისის სათავგადასავლო გარბენი
აღწერა

თბილისის სათავგადასავლო გარბენი წელს სიახლეებით ხვდება.

გარბენი ტარდება 11 აპრილს და მასპინძლობს თავგადასავლების ყველა მაძიებელს, გამოცდილ, მოყვარულ თუ დამწყებ მორბენლებს. სრული დისტანცია 23 კილომეტრია, ხოლო დამწყებებისთვის განკუთვნილია შედარებით მოკლე 11 კილომეტრიანი და სახალისო 6 კილომეტრიანი დისტანციები.

თბილისის სათავგადასავლო გარბენის საქართველოს საზღვრებს გარეთ პოპულარიზაციისთვის და სამთო სირბილის ენთუზიასტების გასახარად გარბენი უკვე სერტიფიცირებულია სამთო სირბილის საერთაშორისო ასოციაციის (ITRA) მიერ. ეს კი ნიშნავს იმას, რომ სრული დისტანციის ყველა ფინიშერი მიიღებს ITRA-ს ქულებს. ITRA-ს დეტალები შემდეგ ბმულებზეა:

● მარშუტი: https://tracedetrail.fr/en/trace/trace/140674

● ინფორმაცია გარბენის შესახებ: https://itra.run/race/28516-tbilisi-trail-cup-2021-2021-tbilisi-adventure-run&2021

გარბენის დასაწყისი: 11.04.2020 10:00

Რეგისტრაცია: 09:00 - 09:45

ასაკობრივი შეზღუდვა: 18+

თბილისის სათავგადასავლო გარბენი შედის TrailLab-ის თბილისის თასის გარბენების სერიაში, რომელიც ჯამში ოთხი გარბენისგან შედგება. შეგიძლია აქვე დარეგისტრირდე ამ ოთხივე გარბენისთვის