verified
ჩილი ჭილი რან

27 ივნისი

locationჭილის ტბის მიმდებარედ time27 ივნისი 2021 - 07:00

20B - 30B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა
აღწერა

ლისის სამთო გარბენის შემდეგ ჩილი ჭილი გარბენის დრო მოვიდა!

ჩილი ჭილი რან 27 ივნისს ტარდება და TrailLab-ის სხვა ივენთების მსგავსად მასპინძლობს თავგადასავლების ყველა მაძიებელს, გამოცდილ, მოყვარულ თუ დამწყებ მორბენლებს. სრული დისტანია 21 კილომეტრია (1,000მ აღმართით), მოკლე მანძილის სირბილის მსურველებისთვის განკუთვნილია 13 კილომეტრიანი (650მ აღმართი) და სახალისო 6 კილომეტრიანი (250მ აღმართი) დისტანციები.

გარბენს საქართველოს სამთო სირბილის ფედერაცია თბილისის მერიის მხარდაჭერით და TrailLab-თან პარტნიორობით მართავს.

სამივე დისტანცია ერთდროულად იწყება ჭილის ტბის სიახლოვეს, მწვანე მდელოებიდან. სტარტიდან 1.5 კმ-ს შემდეგ, სამივე დისტანციის მორბენლენი გავლენ სათოვლიას ქედზე, სადაც მათ ელოდებათ მტკვრის ხეობის, თრიალეთის ქედის და კავკასიონის ულამაზესი ხედები. სახალისო გარბენის მონაწილეები სულ მალე ქედიდან გადაუხვევენ ჭილის ტბისკენ და პარალელური ბილიკით დაბრუნდებიან ფინიშზე.

ძირითადი (21კმ) და მოკლე (13კმ) დისტანციის მონაწილეები სათოვლიას ქედზე განაგრძობენ სირბილს. მათ წინ ელით მარშრუტის უმაღლესი ადგილი - დიდგორწვერის მთა (1,247მ.), წმ. გიორგის ეკლესიის ნანგრევებით და ღია ცის ქვეშ მდებარე ულამაზესი ქვის მაგიდით. დიდგორწვერის შემდეგ, 13კმ მორბენლები უკან გამობრუნდებიან, აცოცდებიან ჭილის მთაზე (1,140მ) და ჭილის ტბის გავლით დაეშვებიან ფინიშისკენ.

ძირითადი დისტანციის მორბენლები, დიდგორწვერის შემდეგ, ქედს გაუყვებიან კიდევ 2 კილომეტრის მანძილზე და ულამაზესი ხეობით დაეშვებიან სოფელ დიდგორში. სოფლის გავლის შემდეგ, მათ წინ ელით ჭილის მთა, ჭილიტბა და დაღმართი ფინიშისკენ :).

გარბენის სამივე დისტანცია მარკირებულია TrailLab-ის ხელწერით. ბილიკის გასწვრივ, მონაწილეთათვის მოეწყობა გამაგრილებელი პუნქტები:

21კმ

დიდგორწვერის მიმდებარედ (ორჯერ 5.5კმ and 7.5კმ)
სოფელი დიდგორი 13.5კმ
ჭილის ტბა 18კმ

13კმ

დიდგორწვერის მიმდებარედ (ორჯერ 5.5კმ and 7.5კმ)
ჭილის ტბა 10.5კმ

6კმ

ჭილის ტბა 3კმ
ფინიშისთვის განკუთვნილი დროის ლიმიტებია:

21კმ - 4სთ
13კმ - 3.5სთ
6კმ - 3სთ

ჩილი ჭილის საქართველოს საზღვრებს გარეთ პოპულარიზაციისთვის და სამთო სირბილის ენთუზიასტების გასახარად სრული დისტანცია (20კმ) სერტიფიცირებულია სამთო სირბილის საერთაშორისო ასოციაციის (ITRA) მიერ. ეს კი ნიშნავს იმას, რომ სრული დისტანციის ყველა ფინიშერი მიიღებს ITRA-ს ქულებს. ITRA-ს დეტალები შემდეგ ბმულზეა: https://itra.run/race/28518-tbilisi-trail-cup-2021-chilly-chili-run&2021

როგორც იცი, ჩილი ჭილი რან შედის TrailLab-ის თბილისის თრეილ თასის გარბენების ყოველწლიურ სერიაში, რომელიც ჯამში ოთხი გარბენისგან შედგება და არცერთის გამოტოვება ღირს.

ასაკობრივი შეზღუდვა: 18+



27 ივნისი

locationჭილის ტბის მიმდებარედ time27 ივნისი 2021 - 07:00

20B - 30B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა
ბილეთები

დასახელება: 21კმ ფინიშერის მედლით - 30 B

-
1
+
30 B

13კმ ფინიშერის მედლით - 30 B

-
1
+
30 B

6კმ სახალისო დისტანცია - 20 B

-
1
+
20 B
დააკლიკეთ რუკის სანახავად