მოთხოვნის გაგზავნა

90's Festival - COOLIO - OTTAWAN
11 ივნისი


50B
11 ივნისს, თბილისში ღია ცის ქვეშ, საფესტივალო სივრცე ALIBI ARENA-ზე წარმოგიდგენთ, გრემის მფლობელ ლეგენდარულ ამერიკელ პროდიუსერს, მსახიობსა და რეპერ COOLIO-ს და დისკოს ლეგენდას, ფრანგულ პოპ-დუოს OTTAWAN 90-იანების ფესტივალზე.
Artis Leon Ivey Jr. სასცენო სახელით COOLIO, ყველას გვახსენებს 90-იანი წლების ლეგენდარულ სიმღერას "Gangsta's Paradise", რომელიც ფილმ "სახიფათო ფიქრები" (Dangerous Minds
)-სთვის შეიქმნა და 1995 წელს რეპერს გრემის ჯილდო მოაპოვებინა. გარდა ამისა, "Gangsta's Paradise" მსოფლიოში პრაქტიკულად ყველა მუსიკალური ჩარტის უცვლელი სიმღერა იყო და ის აღიარებულია როგორც ყველა დროის საუკეთესო სიმღერა და ჰიპ-ჰოპ ნამუშევარი.
"Gangsta's Paradise"-სთან ერთად მუსიკოსმა ფართო მასებს თავი გააცნო და დაამახსოვრა ასევე ალბომებით: It Takes a Thief (1994), Gangsta's Paradise (1995), და My Soul (1997).
მუსიკოსი დღემდე აგრძელებს მუსიკის შექმნის პროცესს და აქვეყნებს თავის შემოქმედებას.
OTTAWAN-ის სიმღერები "D.I.S.C.O." და "Hands Up (Give Me Your Heart)" 80-იანი წლების ერთ-ერთი მთავარი ჰიტები გახლდათ, ხოლო სინგლი "You're OK" (ფრანგული სახელწოდებით "T'es OK") ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი სინგლების TOP50 კრებულშია შესული. OTTAWAN-ის რეპერტუარი მოიცავს სიმღერებს როგორც ფრანგულ, ასევე ინგლისურ ენაზე.
90-იანების ფესტივალზე, თქვენთვის ასევე იმღერებენ ქართული ესტრადის ვარსკვლავები და ყველასათვის საყვარელი მომღერლები:
▪ ლელა წურწუმია
▪ ლექსენი
▪ თიკო სადუნიშვილი
▪ კაბუ
▪ მერაბ სეფაშვილი
▪ თემურ თათარაშვილი
▪ თიკა ჯამბურია
▪ თემო რცხილაძე
▪ ბედინა
▪ თამუნა ამონაშვილი
საღამოს კი თიკო სადუნიშვილი წაიყვანს.
🕺💃 სასურველია Dress code 90-იანების სტილში 🤩
I კალათა - 40GEL
II კალათა - 50GEL
III კალათა - 60GEL
ბილეთი კარზე - 70GEL
11 ივნისი

