აღნიშნული ღონისძიება უკვე ჩატარდა.

გადადით მთავარ გვერდზე, სადაც შეძლებთ უამრავი საინტერესო ღონისძიების დათვალიერებას და ბილეთის შეძენას.
GALA: CC:DISCO | Ani Kvirvkvelia | DJ Sendnudes | Gio Shengelia | Ika
აღწერა

14 მაისს GALA უმასპინძლებს წარმოშობით ავსტრალიელ ამჟამად ლისაბონში მცხოვრებ არტისტს CC:DISCO-ს.

მისი უდიდებულესობა CC:DISCO მელბურნის საკლუბო სცენის საკვანძო ფიგურაა. მუსიკალურ აუდიტორიებთან კავშირი ადრეული ასაკიდანვე ჯერ კიდევ რადიო შოუების წაყვანით დაიწყო. ეტაპობრივად მისი მომნუსხველი ენერგეტიკა მსოფლიოს სხვადასხვა ცნობილი კლუბების საცეკვაო მოედნებზეც გაავრცელა. დისკოს, ჰაუსის და ბუგის დედოფალად წოდებული CC ამჟამად ლისაბონში ცხოვრობს და ხშირად სტუმრობს ისეთ მუსიკალურ ფესტივალებს როგორებიცაა: Lost Village, DGTL, PITCH, Glastonbury, Kala...

Ani Kvirkvelia თბილისში მცხოვრები DJ-ია. მიყავს გადაცემა "Ad-dressed" Mutant Radio-ში და ასევე არის არტ სკოლა 11TH-ის გუნდის წევრი. 3 წლის მანძილზე მუშაობდა ყველასათვის ცნობილ Vodkast Record Store-ში. ამჟამად კი გახლავთ რადიო EOS-ის რეზიდენტი.

DJ SENDNUDES - სანდრო ჯორბენაძის სასცენო სახელია. ლეიბლ PalmStructure-ის დამფუძნებელი და Vodkast Record-ის გუნდის წევრი.

Gio Shengelia - ქართული საკლუბო სცენის ერთ-ერთი პიონერი და გავლენიანი ფიგურა.

Ika - თბილისში მცხოვრები DJ და Small Moves Record Store-ის დამფუძნებელი ირაკლი ბერძენიშვილის პროექტია.


ასაკობრივი შეზღუდვა  21+

I კალათა : 40 ₾

II კალათა: 50 ₾

კარზე: 60 ₾