აღნიშნული ღონისძიება უკვე ჩატარდა.

გადადით მთავარ გვერდზე, სადაც შეძლებთ უამრავი საინტერესო ღონისძიების დათვალიერებას და ბილეთის შეძენას.
ინოლას საღამო
აღწერა

6 აგვისტოს, ეზო და ინოლა გურგულიას ოჯახი წარმოგიდგენთ საღამოს, რომელსაც ყველა განსაკუთრებულად ველოდით. ძალიან გვიხარია, რომ მოგვეცა შესაძლებლობა ბოლომდე მიგვეყვანა ყველასთვის საყვარელი და არა ჩვეულებრივი წამოწყება, ინოლა გურგულიას მოგონებისთვის.

ინოლას სიმღერები, იმ სხივივითაა, სიხარულს რომ ანიჭებს მსმენელს. წარმოუდგენელია, ერთხელ მოკრა ყური და არ აგეკვიატოს ფრაზა ან მელოდია, ერთდროულად მხიარულიც რომ არის და სევდიანიც. ყველაზე ხშირად, ხომ იმას ვამბობთ, რომ ნამდვილი ხელოვნება უძლებს დროს და შექმნიდან, 50-60 წლის შემდეგაც ისეთივე აქტუალურია. ზუსტად ასეთია ინოლა გურგულიას შემოქმედება, მუდამ აქტუალური და ერთნაირად საინტერესო სხვადასხვა თაობის მსმენელისთვის.

კომპოზიტორმა, მომღერალმა და პოეტმა ინოლა გურგულიამ თავის შვილებს და მომავალ თაობებს ძალიან მარტივი, მაგრამ უმნიშვნელოვანესი ანდერძი დაუტოვა: “იმღერეთ ჩემი სიმღერები, რომ ცოცხალი ვიყო!”

ინოლას ანდერძი დღემდე სრულდება – მის სიმღერებს მღერიან მომავალი თაობები.

შაბათს, 6 აგვისტოს ეზოში 20:00 საათიდან აჟღერდება ინოლას სიმღერები.

ინოლას ჰანგებს გააჟღერებენ მისი ოჯახის წევრები და ახლობლები: დათო შუღლიაშვილი, ია შუღლიაშვილი, თამარ თოლორდავა, თემურ მაისაშვილი (კლავიში) . ასევე სხვა შემსრულებლები: თათია ჯმუხაძე, გვანცა ზაქარეისვილი, სოფიო მურუსიძე, ნინო კახიანი, თათია დარსანია, ნატალია ივანიშვილი, ნინო ქადაგიშვილი.