თბილისის ციფრული სივრცე

აღწერა

გამოფენა სახელწოდებით ,,ხელოვნების ეპოქა’’ მოიცავს ყველა დროის გამორჩეულ ექვს მხატვარს, როგორიცაა: რენე მაგრიტი, სანდრო ბოტიჩელი, ფრიდა კალო, ჰერონიმუს ბოსხი, გუსტავ კლიმტი და სალვადორ დალი. მხატვრების შემოქმედება მოძრავი გამოსახულების სახით, ციფრულადაა წარმოდგენილი.

გარდა ზემოხსენებულისა, გამოფენის ნაწილია მსოფლიო ლიტერატურის ნიმუში: დანტე ალიგიერის ,,ღვთაებრივი კომედია’’, პოემიდან 3 სცენაა გაცოცხლებული. მუზეუმი არღვევს ჩარჩოებს და დამთვალიერებელს სთავაზობს ეპოქალური ნამუშევრების ახალ სიცოცხლეს.

თბილისის ციფრული სივრცის კოსმოსური ხომალდი დამთვალიერებელს უსასრულო სივრცეში ამოგზაურებს, სადაც მნახველს შესაძლებლობა აქვს აღმოაჩინოს ყველასთვის მიუწვდომელი უნიკალური სამყარო, რომელიც მოიცავს სხვადასხვა პლანეტას, მზის სისტემას, მთვარესა და ვარსკვლავებს, ყველაფერს, რაც ცნობილი და ამავე დროს უცხოა გალაქტიკების შესახებ. პროგრამა ავითარებს ფანტაზიასა და თვალსაწიერს და გათვლილია ყველა ასაკის მაყურებლისთვის.


  • ბილეთების გადაცვლა/დაბრუნება არ ხორციელდება!


www.facebook.com/tbilisidigitalspace/