მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ! (14+)
აღწერა

ძვირფასო მეგობრებო, ბილეთების შეძენის დროს, ყურადღება მიაქციეთ ასაკობრივ ზღვარს!

ულამაზესი მელოდრამა 2 მოქმედებად

პიესის ავტორი და რეჟისორი: ავთო ვარსიმაშვილი;

მხატვრები: მირიან შველიძე, თამარ მაჭარაშვილი

მონაწილეობენ: გუგა ქაცარავა , ნინი კვირიკაშვილი , კახა მიქიაშვილი , შაკო მირიანაშვილი , ლიზი კოტრიკაძე, გიგა კაკუბავა,ოთო ლასხიშვილი.

საქართველოში ერთი უცნაური სოფელია, სადაც ყველა და ყველაფერი ლაპარაკობს: ადამიანები, ცხოველები, ფრინველები, მდინარე, მიწა, საფრთხობელა და მოედანზე მდგარი ქანდაკებაც. ამ სოფელში მცხოვრებ ნიკალას და თამთას შეუყვარდა ერთმანეთი და დიდი ქორწილიც გადაიხადეს, მაგრამ მეორე დღეს ქვეყანაში ომი დაიწყო და ნიკალაც იმავე დღეს წავიდა ომში….

„თავისუფალი თეატრის“ ერთ ერთი საკულტო სპექტაკლი

27 აპრ
07 მაი