სამანიშვილის დედინაცვალი (14+)

აღწერა

ძვირფასო მეგობრებო, ბილეთების შეძენის დროს, ყურადღება მიაქციეთ ასაკობრივ ზღვარს!

მოთხრობა „სამანიშვილის დედინაცვალი“ 1897 წელს დაიწერა, მაშინ როცა ახალმა, გარემო პირობებმა ეკონომიური ნიადაგი გამოაცალა თავად-აზნაურთა წოდებრივ პრივილეგიებს.

კლდიაშვილის შემოქმედების მთავარი თემა - იმერეთის გაღარიბებული „შემოდგომის აზნაურების“ ცხოვრების მწუხრის ასახვაა. გაღარიბებული აზნაურების თავმომწონეობა სრულიად არ შეეფერება რეალურ ვითარებას. სწორედ აქ დაინახა კლდიაშვილმა თავისი „ცრემლნარევი სიცილის“ სათავე; განწირული აზნაურების შინაგანი ტრაგიკული ბუნება მან გარეგნულად კომიკური ფორმით გამოხატა, რამაც მის სამწერლო სტილს განუმეორებელი, მხოლოდ კლდიაშვილისთვის დამახასიათებელი ინდივიდუალობა მიანიჭა. ახალი ვითარების ალღო ვერ აუღო მოთხრობის გმირმა, ბეკინა სამანიშვილმა, რომელიც ძველი წარმოდგენებით ცხოვრობს. მისი შვილი, უბრალო მიწის მუშად ქცეული პლატონი, წელებზე ფეხს იდგამს, რომ ოჯახს ცხოვრების სახსარი შეუნარჩუნოს. დაქვრივებული ბეკინას სურვილი მეორე ცოლის შერთვისა, რაც ქონების მოზიარის საშიშრობას უქმნის პლატონს, აიძულებს მას საკუთარი სადედინაცვლოს - ორნაქმარევი უშვილო ქალის მაძიებლის დამამცირებელი და კომიკური როლი იკისროს.

ინსცენირების ავტორები: ალექსანდრე ქოქრაშვილი

რეჟისორი: გიორგი მარგველაშვილი

მხატვარი: თეო კუხიანიძე

მუსიკალური გაფორმება: ელისო ორჯონიკიძე

რეჟისორის ასისტენტი: თომა ათანელიშვილი

მონაწილეობენ: აპოლონ კუბლაშვილი, ქეთა ლორთქიფანიძე, ლაშა გურგენიძე, ანი ალადაშვილი, ჯაბა კილაძე, მარიამ ჯოლოგუა, შალვა მირიანაშვილი, გიორგი ჯიქია, მამუკა მუმლაძე, სალომე ჭულუხაძე

26 აპრ
10 მაი