verified
კახეთი

80B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა
აღწერა

კახეთი
ჩვენი კახეთის ტური საშუალებას გაძლევთ გაატაროთ დაუვიწყარი დღე საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ რეგიონში, სწორედ კახეთიდან მოდის საუკეთესო ქართული ღვინო. ყურძნის მოსავლის თითქმის სამი მეოთხედი სწორედ ამ რეგიონში მოდის . არქეოლოგიური დასკვნები ვარაუდობდნენ, რომ აქ ღვინოს რამდენიმე ათასი წლის განმავლობაში აწარმოებდნენ. კახეთში თითქმის ყველა სოფელი კარგად არის ცნობილი თავისი საკუთარი ღვინის სახეობებით როგორიცაა ქინძმარაული, ახაშენი, თელიანი, მუკუზანი და სხვა... ღვინოებს სახელები დაერქვა იმ ადგილების მიხედვით სადაც ესა თუ ის ჯიში მოჰყავთ. კახეთის ტური მოიცავს რამდენიმე ტურისტულ მარშუტს როგორიცაა წმ. ნინოს სახელობის მონასტერი ბოდბეში, სიღნაღი - სიყვარულის ქალაქი , ცნობილი ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანის სახლ-მუზეუმი სოფელ მირზაანში, ჩვენ ასევე გავსინჯავთ ქართულ პურს რომელსაც ეწოდება PURI, პურს ტრადიციულად აცხობენ ღრმა წრიული თიხის ღუმელში რომელსაც თონე ეწოდება. ტურის განმავლობაში ჩვენ ვეწვევით ერთ-ერთ ქართულ ოჯახურ მეღვინეობას, სადაც შეძებთ დააგემოვნოთ და შეიძინოთ ქართული ღვინო. ექსკურსიას გაუძღვება ინგლისურენოვანი და რუსულენოვანი გიდი.

ჩვენ მოვინახულებთ
:
  • ღვინის დეგუსტაცია : ვეწვევით ღვინის ადგილობრივ მარანს , სოფელ თოხლიაურში, სადაც მოხდება საუკეთესო ქართული საოჯახო ღვინოების დეგუსტაცია. ღვინის დეგუსტაცია ჩვენი კომპანიის სტუმრებისთვის უფასოდ!
  • მასტერ კლასი : ნახავთ როგორც ცხვება ქართული პური, ჩვენი კომპანიის სტუმრებისთვის უფასოდ!
  • ფიროსმანის მუზეუმი - თუ თქვენ გსმენიათ სევდიანი ისტორიის ამბავი მსოფლიოში ცნობილი ქართველი მხატვრის მაშინ ადვილად მიხვდებით რომ საუბარია ნიკო ფიროსმანაშვილზე ცნობილია ასევე როგორც ფიროსმანი. ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმი დაარსებულია ფიროსმანის მშობლიურ სოფელ მირზაანში 1960 წელს და მოიცავს როგორც მის მშობლიურ სახლს ასევე საგამოფენო დარბაზს სადაც წარმოდგენილია რამოდენიმე მხატვრის ორიგინალური ნამუშევრები და მხატვრის პირადი ნივთები.
  • წმ. ნინოს მონასტერი ბოდბეში - აშენებულია მე IX საუკუნეში , მონასტერი ერთ ერთი უმთავრესი სამლოცველო ძეგლთაგანია საქართველოში. ამ სამონასტრო კომპლექსშია წმინდა ნინოს საფლავი, კაპადოკიელი ქალწული, რომელმაც ქართველი ხალხი გააქრისტიანა ჯერ კიდევ 337 წ. მონასტრიდან იშლება თვალწარმტაცი ხედი თოვლით დაფარული კავკასიონის მთებისა და ალაზნის ველის .
  • სიღნაღი - სიყვარულის ქალაქი. ეს არის ყველაზე ლამაზი ქალაქი კახეთში. სიღნაღის განვითარება უკავშირდება მეფე ერეკლე II -ს მე XVIII საუკუნეში. სწორედ მან ააშენა ლეკების შემოჭრის წინააღმდეგ თავდაცვითი კედლები და 28 კოშკი. ქალაქს აქვს ულამაზესი ხედები ალაზნის ველზე.
  • ლანჩი რესტორანში- სადაც გეძლევათ საშუალება დააგემოვნოთ ქართული ტრადიციული სამზარეულო. გასინჯოთ ქართული ტკბილეული, ჩურჩხელა და ფელამუში.
დეტალური ინფორმაცია :
  • ტური ხორცილედება ყოველდღიურად
  • გასვლის დრო -09 : 30
  • შეხვედრის ადგილი : City sightseeing Tbilisi - ის ოფისი
  • ხანგრძლივობა : დაახლოებით 10-11 საათი
  • ტურის ღირებულება არ მოიცავს სახლ-მუზეუმში შესასვლელი ბილეთის ფასს.
ღირებულებაში არ შედის: - ლანჩი - მუზეუმში შესასვლელი ბილეთები

80B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა
ბილეთები

კახეთის ტური - 80 B

-
1
+
80 B
დააკლიკეთ რუკის სანახავად