აღნიშნული ღონისძიება უკვე ჩატარდა.

გადადით მთავარ გვერდზე, სადაც შეძლებთ უამრავი საინტერესო ღონისძიების დათვალიერებას და ბილეთის შეძენას.
ამბავი - დაათვალიერე მუსიკა!
აღწერა

„ამბავი“ აუდიო ვიზუალური პროექტია, რომელიც მუსიკის მიმართულებით წარმოადგენს ქართული ფოლკლორული თემების, ელექტრონული ჟღერადობისა და ტექნოსთვის დამახასიათებელი რიტმების სინთეზს. ვიზუალური ხელოვნების მიმართულებით კი მონტაჟის, ეფექტებისა და ფერწერის ელემენტების ერთობლიობაა.

4-11 მაისის ჩათვლით, ჰოლოზეუმში შესაძლებლობა გექნებათ არა მხოლოდ მოუსმინოთ, არამედ პირდაპირი მნიშვნელობით დაათვალიეროთ ამბავის მუსიკა, ჰოლოზეუმში დაგხვდებათ სპეციალური სივრცეები, სადაც შეგიძლიათ თავად გახდეთ ვიზუალების ნაწილი.

სრული პროგრამა მოიცავს 9 ტრეკს, შესაბამისი ვიზუალებით. მუსიკის დათვალიერება შეგიძლიათ ყოველდღე, 11:00-20:00 საათამდე, ხოლო ამბავის ლაივს შეგიძლიათ დაესწროთ გახსნის და დახურვის ღონისძიებებზე, 4 და 11 მაისს 18:00 - დან 19:00 საათამდე