აღნიშნული ღონისძიება უკვე ჩატარდა.

გადადით მთავარ გვერდზე, სადაც შეძლებთ უამრავი საინტერესო ღონისძიების დათვალიერებას და ბილეთის შეძენას.
ლისის სამთო გარბენი
აღწერა

თბილისის სათავგადასავლო გარბენის შემდეგ ლისის სამთო გარბენის დრო მოვიდა!

გარბენი ტარდება 30 მაისს და მასპინძლობს თავგადასავლების ყველა მაძიებელს, გამოცდილ, მოყვარულ თუ დამწყებ მორბენლებს. სრული დისტანია 19 კილომეტრია (1000მ აღმართით), ნაკლები მანძილის სირბილის მსურველებისთვის განკუთვნილია შედარებით მოკლე 10 კილომეტრიანი (650მ აღმართი) და სახალისო 6.5 კილომეტრიანი (250მ აღმართი) დისტანციები. გარბენს საქართველოს სამთო სირბილის ფედერაცია თბილისის მერიის მხარდაჭერით და TrailLab-თან პარტნიორობით მართავს.

სამივე დისტანცია ერთდროულად იწყება წოდორეთის დამშრალი ტბის მიმდებარედ. სრული 19 კილომეტრიანი და მოკლე 10 კილომეტრიანი დისტანციების მარშრუტი მიუყვება ტყიან ბილიკს თბილისის შემოგარენის ერთ-ერთი უმაღლესი მწვერვალისკენ, ნათლისმცემლის მთისკენ. აქ ბილიკი ცოტა ხნით გადის ტყიდან და თბილისის შემოგარენისა და კავკასიონის ქედის 360 გრადუსიანი ხედებით დატკბობა შეგიძლია. ამის შემდეგ ბილიკი ჩადის მსხალდიდის ტბისკენ, საიდანაც ტბაზე წრის შემოვლით 10 კილომეტრიანი ბილიკი უკან სტარტისაკენ ბრუნდება, 19 კილომეტრიანი ბილიკი კი სოფელი მსხალდიდის გვერდის ავლით გზას განაგრძობს ლომის სერისკენ. ლომის სერიდან ბილიკი ჩადის ბევრეთის ხეობაში და უბრუნდება სტარტის/ფინიშის ლოკაციას.

სახალისო 6.5 კილომეტრიანი დისტანციის ბილიკი სრული და მოკლე დისტანციებისაგან საპირისპირო მიმართულებით მიდის, სადაც ტყის ბილიკები და გადასალახი მდინარე დაგხვდება.

გარბენის სამივე დისტანცია იქნება მარკირებული და ბილიკის გასწვრივ, რამოდენიმე ადგილას, მონაწილეთათვის მოეწყობა გამაგრილებელი პუნქტები.

დაფინიშებისთვის განკუთვნილი დროის ლიმიტებია:

19კმ - 4 საათი

10კმ - 3 საათი

6.5კმ - 4 საათი

ლისის სამთო გარბენის საქართველოს საზღვრებს გარეთ პოპულარიზაციისთვის და სამთო სირბილის ენთუზიასტების გასახარად სრული დისტანცია (19კმ) სერტიფიცირებულია სამთო სირბილის საერთაშორისო ასოციაციის (ITRA) მიერ. ეს კი ნიშნავს იმას, რომ სრული დისტანციის ყველა ფინიშერი მიიღებს ITRA-ს ქულებს.

ITRA-ს დეტალები შემდეგ ბმულზეა: https://itra.run/race/28517-tbilisi-trail-cup-2021-lisi-trail-race&2021

როგორც იცი, ლისის სამთო გარბენი შედის TrailLab-ის თბილისის თრეილ თასის გარბენების ყოველწლიურ სერიაში, რომელიც ჯამში ოთხი გარბენისგან შედგება და არცერთის გამოტოვება ღირს.

გარბენის დასაწყისი: 10:00

სარბენი ნომრების გაცემა: 08:00-09:30

მისასალმებელი სიტყვა: 09:00

ბრიფინგი: 09:30

ასაკობრივი შეზღუდვა: 18+