აღნიშნული ღონისძიება უკვე ჩატარდა.

გადადით მთავარ გვერდზე, სადაც შეძლებთ უამრავი საინტერესო ღონისძიების დათვალიერებას და ბილეთის შეძენას.
საქართველო - ესპანეთი
აღწერა

საქართველო 1 სექტემბრიდან 7 სექტემბრის ჩათვლით კალათბურთში 2022 წლის ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. ევრობასკეტ-2022-ის „ა“ ჯგუფის თამაშები, სადაც ესპანეთის, თურქეთის, ბელგიის, ბულგარეთის, მონტენეგროს და საქართველოს ნაკრები გუნდები იღებენ მონაწილეობას, გაიმართება „თბილისი არენაზე“.

გულშემატკივრებისთვის უკვე შესაძლებელი იქნება ევრობასკეტის პირველი იარუსის – VIP და A კატეგორიის ბილეთების შეძენა, 16 აგვისტოს, 15:00 საათიდან

1-ლი იარუსის ადგილები მიეკუთვნება VIP და A კატეგორიას, რომელიც საუკეთესოა თამაშის საყურებლად. თუმცა, პირველ იარუსზეც არის ადგილები შედარებით შეზღუდული მხედველობით, რომელიც ასახულია ფასზე. შესაბამისად, VIP და A კატეგორია იყოფა სამ ნაწილად, რომელთა ფასი 110, 130 და 150 ლარია. VIP კატეგორიის ბილეთის მფლობელებს აქვთ საშუალება გამოიყენონ აღნიშნული ზონა, სადაც მათ შეეძლებათ მიიღონ გამაგრილებელი სასმელი, დააგემოვნონ სხვადასხვა კერძები და ქართული ღვინო.

შეგახსენებთ, რომ გულშემატკივრისთვის სამი კატეგორიის ბილეთების შეძენაა შესაძლებელი:

● პირველი ორი თამაშის ბილეთები: საშუალებას აძლევს მფლობელს დაესწროს დღის პირველ ორ თამაშს.

● ბოლო თამაშის ბილეთი: საშუალებას აძლევს მფლობელს დაესწროს დღის მხოლოდ ბოლო თამაშს.

● საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა თამაშის ბილეთი -„უგულშემატკივრე საქართველოს“ – საშუალებას აძლევს მფლობელს დაესწროს საქართველოს ნაკრების ყველა თამაშს ევრობასკეტზე. საქართველოს ნაკრების თამაშების აბონემენტი კვლავაც იქნება გაყიდვაში და მისი შეძენა გულშემატკივრებს 16 აგვისტოდან 25 აგვისტომდე შეეძლებათ.

1-ლი იარუსი – ერთი თამაშის ფასი (დღის ბოლოს თამაში საქართველოს ნაკრების მონაწილეობით):

1. VIP 1 – 130-150 ლარი

2. VIP 2 – 130-150 ლარი

3. A კატეგორია – 110 ლარი

მე-2 იარუსი – ერთი თამაშის ფასი (დღის ბოლოს თამაში საქართველოს ნაკრების მონაწილეობით)

1. A კატეგორია – 60 ლარი

2. B კატეგორია – 50 ლარი

3. C კატეგორია – 45 ლარი

4. D კატეგორია – 40 ლარი

5. E კატეგორია – 35 ლარი

6. F კატეგორია – 20 ლარი

1-ლი იარუსი – პირველი ორი თამაშის ფასი:

1. VIP 1 – 180-230 ლარი

2. VIP 2 – 180-230 ლარი

3. A კატეგორია – 160 ლარი

მე-2 იარუსი – პირველი ორი თამაშის ფასი:

1. A კატეგორია – 100 ლარი

2. B კატეგორია – 90 ლარი

3. C კატეგორია – 80 ლარი

4. D კატეგორია – 70 ლარი

5. E კატეგორია – 60 ლარი

6. F კატეგორია – 45 ლარი

მე-2 იარუსი იყოფა A-F კატეგორიებად. ფასებიც მოედნის მხედველობიდან გამომდინარე ნაწილდება – 20, 35, 40, 45, 50 და 60 ლარი. მართალია, არის გარკვეული ადგილები, შედარებით შეზღუდული მხედველობით, თუმცა მთლიანობაში ყველა მათგანი საუკეთესოა ევრობასკეტის სრულად შეგრძნებისთვის.

თბილისი არენაზე მოსული მაყურებელი უნდა გაეცნოს და დაეთანხმოს არენაზე ქცევის წესებსა და აკრძალული ნივთების ჩამონათვალს:არენაზე ქცევის წესები და აკრძალული ნივთები

გთხოვთ, გაითვალისწინოთ რომ მე-2 თამაშის შემდეგ ყველა გულშემატკივარმა უნდა დატოვოს არენა!

ბილეთი ესაჭიროება ყველა ასაკის მაყურებელს.

ბილეთის დაბრუნება /გადაცვლა არ ხორციელდება.