აღნიშნული ღონისძიება უკვე ჩატარდა.

გადადით მთავარ გვერდზე, სადაც შეძლებთ უამრავი საინტერესო ღონისძიების დათვალიერებას და ბილეთის შეძენას.
Octave One / Gio Shengelia / Ash Scholem
აღწერა

9 დეკემბერს, MONO HALL და DCBL წარმოგიდგენთ, Techno მუსიკის სცენაზე ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ამერიკულ ჯგუფს - Octave One.

Octave One - 90-იან წლებში, ამერიკელი ძმების, ლენი და ლავრენს ბარდენის მიერ შექმნილი Techno ჯგუფია რომელიც, ერთ-ერთი ყველზე პატივსაცემი ჯგუფია, ელექტრონული მუსიკის სცენაზე.

Octave One-ის კარიერა, 1990 წელს დაიწყო, სადებიუტო სინგლით "I Believe", რომელიც ამერიკელი მუსიკოსის Derrick May-ს ლეიბლზე Transmat-ზე გამოქვეყნდა, რომელმაც საკმაოდ დიდი წარმატება მოუტანა არტისტებს. იმავე წელს, მუსიკოსებმა, თავის მესამე ძმასთან ლაინელთან ერთად, საკუთარი ლეიბლი - 430 West Records დააფუძნეს, სადაც ჯგუფის პირველი EP - "The Octivation EP" ფირფიტაზე გამოიცა.

Octave One-ს ნამუშევარი აქვს ისეთი არტისტების რემიქსებზე, როგორიც არის: Massive Attack, Joey Negro, DJ Rolando, Steve Bug, John Thomas, The Trammps, Rhythm is Rhythm და Inner City.

2000 წელს Octave One-მა კომერციულად ყველაზე წარმატებული სინგლი - "Blackwater" გამოაქვეყნა, რომელმაც UK Singles Chart-ში მოწინავე პოზიციები დაიკავა.

Techno მუსიკის ჟანრში წარმატებული ნამუშევრების გარდა, Octave One-ს ასევე შექმნილი აქვს უამრავი ტრეკი House მუსიკის ჟანრშიც, სხვადასხვა სასცენო სახელებით: Random Noise Generation, Metro D და Never On Sunday.

9 დეკემბერს Octave One - Techno და Detroit Techno-ს ჟღერადობების მაგიურ ატმოსფეროს შექმნის MONO HALL-ში.

ამავე საღამოს ამერიკელ მუსიკოსებს მასპინძლობას გაუწევს, ლოკალური სცენის გამორჩეული არტისტები: Gio Shengelia და Ash Scholem.

------

23:00 - Ash Scholem

01:30 - Octave One

03:00 - Gio Shengelia

------

♀♂ ასაკობრივი შეზღუდვა 18+

------

I კალათა - 40₾

II კალათა  - 50₾

III კალათა  - 60₾