აღნიშნული ღონისძიება უკვე ჩატარდა.

გადადით მთავარ გვერდზე, სადაც შეძლებთ უამრავი საინტერესო ღონისძიების დათვალიერებას და ბილეთის შეძენას.
| MATRIX | TEN WALLS • DUSTY KID
აღწერა

⭕"MATRIX“ აერთიანებს კულტურის სფეროში მოღვაწე სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებს.

❚ პროექტის მიზანია ვიზუალური სახელოვნებო მიმდინარეობებისა და ელექტრონული მუსიკის ჰარმონიული შერწყმით, ადგილობრივ სცენაზე ახალი, ავთენტური გამოცდილების შექმნა.

❚ ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდა ხელოვანების ნამუშევრები ადგილობრივი და საერთაშორისო მუსიკალური არტისტების ჟღერადობების ფონზე გაცოცხლდება და ვიზუალურ მთლიანობას შეერწყმება.

❚ პროექტი "MATRIX"-ის II სერია განხორციელდება 31 მარტს, რომლის ფარგლებშიც მსმენელთა წინაშე წარსდგებიან მსოფლიოში სახელგანთქმული მუსიკოს-შემსრულებლები - TEN WALLS და DUSTY KID.

⭕ TEN WALLS - https://youtu.be/rymUSbYQjw8

ლიეტუველი დიჯეი და პროდიუსერი, რომელიც ელექტრონული მუსიკის მსმენელში დიდი პოპულარულობით სარგებლობს.

2011 წელს საყოველთაო პოპულარულობა მოიპოვა და გადაეცა საუკეთესო მუსიკალური პროდიუსერის ჯილდო "Lithuanian Music Award"-ზე.

2013 წელს მის კარიერაში უმნიშვნელოვანესი პერიოდი დადგა, მან მოახდინა კლასიკური მუსიკის ელემენტებისა და ტექნო ჟღერადობის მიქსი, სახელწოდებით EP "Gotham" და "Requiem”.

2014 წელს გამოსცა სოლო ალბომი "Walking with Elephants", რომელიც მალევე მოექცა ევროპული ჩარტების სათავეში.

2015 წელს მოიპოვა "M.A.M.A."-ს ჯილდო საუკეთესო ელექტრონული შემოქმედებისთვის და მუსიკალური ვიდეოსთვის "Walking with Elephants".

2019 წელს ლიეტუვის სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრთან ერთად გამართა გალა-კონცერტი. კრიტიკოსების აზრით მისი კარიერის განმავლობაში ეს გამოსვლა იყო ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი...

⭕ DUSTY KID - https://youtu.be/xbAwzsqBAfY

იტალიელი მუსიკოს-შემსრულებელი.

მისი შემოქმედების ჟღერადობა Techno, "Psychédélique", "Minimal", "Techhouse"-ის სინთეზია, რაც მსმენელის წარმოსახვით სამყარომდე აღწევს.

ჯერ კიდევ 18 წლის ასაკში მთლიანად იპყრობს იტალიის ელექტრონულ ინდუსტრიას და მნიშვნელოვანი გარდატეხები შეაქვს მასში.

2005 წელს უშვებს საკუთარ ალბომს სახელად, "New Ordinament".

საბოლოო წარმატების მწვერვალი ახალგაზრდა ხელოვანმა ალბომ “A Raver’s Diary“_ით დაიპყრო.

2013 წელს "Boris Brejcha" ერთად შექმნა მუსიკალური ნაწარმოები "Psika", რომელიც დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს.

2017 წელს, Dusty Kid "Ornament fest"-ის ორგანიზებით ეწვია თბილისს და "Stephan Bodzin"-თან ერთად დაუვიწყარი საღამო აჩუქა სტუმრებს.

⭕ UCHA - https://youtu.be/pIXyLx40-M4

ღონისძიებას ადგილობრივი სცენიდან საქართველოსა თუ მის ფარგლებს გარეთ, უკვე კარგად ცნობილი არტისტი UCHA შეუერთდება. ამ პროექტს საფუძველი 2015 წელს თბილისში, უჩა ღვინეფაძის მიერ ჩაეყარა. მისი სადებიუტო ალბომი 2019 წელს ბერლინში დაფუძნებულმა პრესტიჟულმა ლეიბლმა - Deepalma Records-მა გამოსცა. UCHA-ს შემოქმედებითი სტილი ფოლკლორული მელოდიების მელანქოლიური ხასიათისა და გრუვის ჟღერადობების ვირტუოზული შერწყმით იქმნება და მსმენელისთვის მრავალფეროვან, არაორდინალურ მუსიკალურ თავგადასავალს ქმნის. საკლუბო სცენაზე UCHA-ს მრავალწლიანი წარმატებული მოღვაწეობა ისეთ მნიშვნელოვან მუსიკალურ ლეიბლებთან კოლაბორაციაში აისახა, როგორიცაა: Wired, Underyourskin records, SNOE, MoBlack Records, ZEHN Records.

📅 თარიღი: 31 მარტი / 23:00

📍 ლოკაცია: პ. მელიქიშვილის გამზირი #12

Line up:

❚ TEN WALLS

❚ DUSTY KID

❚ UCHA

ART EXHIBITION


Early Bird - 40 ლარი (Sold Out)

I კალათა - 50 ლარი (Sold Out)

II კალათა - 60 ლარი

ღონისძიებაზე იმოქმედებს Age (+18) და Face Control

ღონისძიების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის ცენტრი და ქალაქ თბილისის მერია.