AQUARIUM

AQUARIUM

14 აპრილი 2019 20:00 რესპუბლიკა
,,მიეცით ადამიანებს იმაზე მეტი, ვიდრე ისინი ელიან და გააკეთეთ ეს სიხარულით” - სახელგანთქმული მუსიკოსი ბორის გრებენშიკოვი (ბენდ ,,აკვარიუმთან" ერთად) ამ დევიზით კვლავ განაგრძობს ცოცხალი კონცერტებით თავისი გულშემატკივრების გახარებას. რთულია ისეთი ადამიანის პოვნა, რომელსაც არ სმენია ბორის გრებენშიკოვისა და ,,აკვარიუმის” შესახებ, ან არ შეეძლოს თუნდაც ერთი მათი სიმღერის გახსენება. მუდმივ მოძრაობასა და ძიებაში მყოფი არტისტი, რომელიც წლების შემდეგად არ წყვეტს ექსპერიმენტებს მუსიკის სხვადასხვა ჟანრში, ყოველთვის ახერხებს მსმენელის გაოცებას. რუსული როკის ისტორიაში ბორის გრებენშიკოვი ჭეშმარიტად საკულტო ფიგურაა. 1972 წელს, ანატოლი გუნიცკისთან ერთად მან დაარსა უნიკალური ესთეტიკის მქონე ჯგუფი “აკვარიუმი”, რომელმაც საწყის წლებშივე მოიპოვა აუდიტორიის პატივისცემა და საკულტო სტატუსი.

საბჭოთა კავშირის ისტორიაში პირველ როკ ფესტივალზე ,,თბილისი 80” გამოსვლის შემდეგ, ბორის გრებენშიკოვი არაერთხელ გამხდარა საზოგადოების ქებისა და კრიტიკის ადრესატი. კონტროვერსული ხასიათი და მუსიკისადმი უკომპრომისო მიდგომა, არტისტის იმიჯის განუყოფელი ნაწილია, რადგან ის არასდროს ცდიოლობს კომფორტის ზონაში ყოფნას. ის განუწყვეტლივ ამტკიცებს, რომ მის შემოქმედებაში არის სიცოცხლე, ვნება - რომ მის შემოქმედებას აქვს სული!

ერთ-ერთ ინტერვიუში არტისტი ის აცხადებს: ,,საწყისი იმისა, რასაც ჩვენ ვქმნით და ვაკეთებთ აბსურდია". ზუსტად ეს არის მუსიკოსისთვის და მისი გულშემატკივრებისთვის ჭეშმარიტება. გრებენშიკოვის სიმღერის ტექსტებით არაერთხელ ვრწმუნდებით, რომ ის ჭეშმარიტი პოეტია, რომელიც თავის შინაგან სამყაროს მუსიკის ფორმით გამოხატავს.

არტისტი განუწყვეტლივ და ყველგან ახალი რეალური სამყაროს ძიებაშია, რომელიც ამავდროულად სურეალისტურია. და სწორედ ამ სამყაროს აღმოჩენა შეუძლია ჩვენს მსმენელს.

ღონისძიება გაიმართება 14 აპრილს Republic • რესპუბლიკა-ში.

ფეხზე დასადგომი ბილეთები-  𝟏 სართული - 𝟗𝟎 ₾

ფეხზე დასადგომი ბილეთები 𝐕𝐈𝐏 - 𝟏 და მე-𝟐 სართული- 𝟏𝟐𝟎 ₾
- ადამიანების შეზღუდული რაოდენობა
- განცალკევებული ბარი
- განცალკევებული შესასლველი

დასაჯდომი VIP ადგილები - მე-2 სართული - 𝟏𝟖𝟎-𝟐𝟐𝟎 ₾
- პერსონალური დასაჯდომი ადგილი
- გადაადგილების შეუზღუდავი შესაძლებლობა
- ადამიანების შეზღუდული რაოდენობა
- საუკეთესო პოზიცია სცენასთან და ცალკე შესასვლელი
ყიდვის დასასრულებლად დაგრჩათ
0