ყაზბეგი მარათონი

B

აღწერა

● სახალისო გარბენი 4კმ, 300 ვერტიკალური მეტრი - 40₾

● კლასიკური თრეილი 10კმ, 900 ვერტიკალური მეტრი - 55 ₾

● SkyRace 15კმ, 1,300 ვერტიკალური მეტრი - 100 ₾

● Exteme 29კმ, 2,100 ვერტიკალური მეტრი - 250 ₾ - Extreme ბილეთის შესაძენი ბმულის მისაღებად, აუცილებელია, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა (https://www.traillab.ge/kea/) და გამოაგზავნოთ დასადასტურებლად. დაკმაყოფილების შემთხვევაში გადმოგეგზავნებათ ყიდვის ბმული სარეგისტრაციო ფორმაში მითითებულ იმეილზე.

წელს ჩვენ დაგვხვდება ბილიკი, რომელიც გარბენს დაუვიწყარ სამთო თავგადასავლად აქცევს. ციცაბო აღმართები, მაღალი მთები, შთამბეჭდავი ბუნება, მთის მდინარის კვეთა, ტექნიკური სექციები და მყინვარწვერის გასაოცარი ხედები ბილიკის მნიშვნელოვანი ნაწილიდან.

გარბენს ვიწყებთ სოფელ გერგეთიდან. გერგეთის სამების პარკინგის გავლით და ზამთრის ბილიკით მივემართებით საბერწემდე. უღელტეხილამდე არმისული სახალისო გარბენის მონაწილეები გამობრუნდებიან უკან, ხოლო Sky და Extreme შეჯიბრის მონაწილეები გააგრძელებენ სვლას უღელტეხილისკენ, დაეშვებიან მდინარისკენ და ხიდის გადაკვეთის შემდეგ მიადგებიან ალპურ ქოხ ალტიჰათში განთავსებულ დამხმარე სადგურს.

ალტიჰათთან SkyRace დისტანცია აღწევს უმაღლეს წერტილს (3,014მ), რის შემდეგაც იწყება გრძელი დაღმართი ფინიშისკენ, ალტიჰათის, საბერწეს უღელტეხილისა და ზაფხულის ბილიკის გავლით.

SkyRace-სგან განსხვავებით, Extreme შეჯიბრის მონაწილეებისთვის თავგადასავალი კიდევ უფრო ზემოთ მიემართება. მონაწილეები გადაივლიან გერგეთის მყინვარს, გადაახტებიან ყინულიან ნაკადულებს და ავლენ ბეთლემის ქოხამდე (3,650მ).

გარბენის ოთხივე დისტანცია მარკირებულია TRAILLAB-ის ხელწერით. ბილიკის გასწვრივ, მონაწილეთათვის მოეწყობა დამხმარე სადგურები:

Fun Run, 4km

- გერგეთის სამების პარკინგი, 1.5კმ

Classic Trail, 10km

- გერგეთის სამების პარკინგი, 1.5კმ

- გერგეთის სამების პარკინგი, 7.5კმ

Skyrace, 15km

- გერგეთის სამების პარკინგი, 1.5კმ

- ალტი ჰატი, 7.0კმ

- გერგეთის სამების პარკინგი, 12.0კმ

Extreme, 29კმ

- გერგეთის სამების პარკინგი, 1.5კმ

- ალტიჰატი, 7.0კმ

- ბეთლემის ქოხი, 10.5კმ

- ალტიჰატი, 14.0კმ

- არშა, 23.0კმ

- ფანშეტი 25.0კმ

ფინიშისთვის განკუთვნილი დროის ლიმიტებია:

● Fun Run, 3:00 სთ

● Classic Trail, 3:30 სთ

● Skyrace, 4:30 სთ

● Extreme, 7:00 სთ

შუალედური პუნქტებისთვის განკუთვნილი დროის ლიმიტებია:

Extreme:

- ალტიჰატი ასვლა (7კმ), 2:30 სთ

- ალტიჰატი ჩამოსვლა (14კმ), 4:30 სთ

SkyRace:

- ალტიჰატი (7კმ), 3:00 სთ

ყაზბეგი მარათონის ოთხივე დისტანცია რეგისტრირებულია სამთო სირბილის საერთაშორისო ასოციაციის (International Trail Running Association ITRA https://itra.run) და მონბლაბის ულტრა თრეილ მსოფლიო სერიის UTMB WORLD SERIES (https://utmb.world) მიერ. აქედან ორ გარბენს, Extreme და SkyRace აქვს საერთაშორისო საკვალიფიკაციო სტატუსი:

Extreme და SkyRace დისტანციის მონაწილეები გარბენზე დაიშვებიან მხოლოდ ყველა სავალდებულო ნივთის ქონის შემთხვევაში. სავალდებულო ნივთების ჩამონათვალი შემდეგ ბმულზეა: https://www.traillab.ge/kazbegi

გარბენის დასაწყისი:

03.09.2023 10:00

სარბენი ნომრების გაცემა:

09:00-09:45

ასაკობრივი შეზღუდვა 18+