არ დამივიწყო
აღწერა

ასაკობრივი შეზღუდვა: 11+

,,არ დამივიწყო" რევაზ მიშველაძის ნოველების მიხედვით აგებული ერთ მოქმედებიანი დრამაა. მწერალი მამა და აფხაზეთის ომში დაღუპული შვილი -ავტობიოგრაფიული ნოველაა, 80 წელს მიტანებული რაჭველი ბაბუას ამბავი დაცარიელებული მთის პრობლემას ეხება, მეორე მსოფლიო ომში დაკარგული საყვარელი ქმრის მაძებარი ქალი და უჩვეულო სატელეფონო „რომანი“ . სპექტაკლში ერთმანეთზეა გადაჯაჭვული მამა-შვილობა, მოლოდინი და ერთგულება, ამქვეყნიური ცხოვრება და გარდაცვალება, სიყვარული და მომავლის იმედი... მოზარდ მაყურებელთა თეატრის ერთგული მაყურებელი სცენაზე ცრემლიან, სულშიჩამწვდომ წარმოდგენას იხილავს.

🎥რეჟისორი: დიმიტრი ხვთისიაშვილი
👩🏼‍🎨მხატვარი: ნინო ჩიტაიშვილი
👜რეჟისორის თანაშემწე: ნატალია არველაძე
🎼მუსიკალური გაფორმება: ალექსანდრა ლორთქიფანიძე
💃 ქორეოგრაფი: ანანო სამსონაძე
➡️მონაწილეობენ: ნინო ლეჟავა, ვანო დუგლაძე, ვახტანგ ნოზაძე, პავლე ნოზაძე, შალვა ანთელავა, ნუგზარ ყურაშვილი, ლევან ხვთისიაშვილი, ნაირა გელაძე, ვახტანგ ახალაძე, ანა ხუროშვილი, ქეთი ქიტიაშვილი, ელენე მახნიაშვილი.


30 აპრ