ჩემი გაზაფხულის შემოდგომა
აღწერა

ასაკობრივი შეზღუდვა 12 წლამდე

დაგვიანებულები სპექტაკლზე არ დაიშვებიან.

ეს არის ისტორია დიდი გულის მქონე პატარა ჩიტ ბორია გადაიზე. მოქმედება ომის შემდგომ ქუთაისში ვითარდება. მეარღნე ვარლამის სიკვდილის შემდეგ ბორია ბებია დომნას ცხოვრებაში ერთადერთ იმედად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ თავად არ სურდა, ის ქურდობას იწყებს, უყვარდება მშვენიერი ნინელი და მრავალი სახიფათო თუ საინტერესო თავგადასავლის გმირი ხდება. ეს არის დროსა და სივრცის მიღმა არსებული, სიყვარულით, სინათლითა და სითბოთი სავსე ამბავი, რომელიც მაყურებელს რეზო გაბრიაძის ბავშვობის ქალაქის მოგონებებსა თუ ოცნებებში ამოგზაურებს. სპექტაკლი თოჯინური ოსტატობის, ქართული ხალხური სიმღერის, ცეკვისა და ავტორისათვის ძვირფასი მოგონებების მაგიურ ნაზავს წარმოადგენს.პიესის ავტორი, რეჟისორი და დამდგმელი მხატვარი – რეზო გაბრიაძესპექტაკლი „ჩემი გაზაფხულის შემოდგომა“

შექმნილია თეატრ VIDY-LAUSANNE-თან ერთადპრემიერა: 2002 წელი, ლოზანა, შვეიცარია

ხანგრძლივობა: 90 წუთი

გამოიწერეთ გაბრიაძის თეატრის გვერდი ფეისბუქში: www.facebook.com/Gabriadzetheatre

სამწუხაროდ, გახშირდა თეატრის ბილეთების არაკეთილსინდისიერად გადაყიდვის შემთხვევები. აქედან გამომდინარე, ვაწესებთ გარკვეულ შეზღუდვას - ერთი მყიდველისთვის მხოლოდ ორი ბილეთი. თუ გაქვთ სურვილი შეიძინოთ ბილეთების უფრო დიდი რაოდენობა, გთხოვთ მოგვწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected]

19 აპრ
20 აპრ
07 მაი
08 მაი
17 მაი
18 მაი
28 მაი
29 მაი