აღნიშნული ღონისძიება უკვე ჩატარდა.

გადადით მთავარ გვერდზე, სადაც შეძლებთ უამრავი საინტერესო ღონისძიების დათვალიერებას და ბილეთის შეძენას.
MNHL X DCBL: MAX COOPER | HATSVALI B2B TOKE | RYDEEN
აღწერა

მაქს კუპერი 2010-იანი წლების მუსიკალური კულტურის გამორჩეული და მნიშვნელოვანი ფიგურაა. ელექტრონული მუსიკის, სახვითი ხელოვნების, ტექნოლოგიური განვითარებისა და მეცნიერების შერწყმასა და გაფართოებაში ძალიან ცოტას თუ მიუღწევია ისეთი წარმატებისთვის, როგორც მას. DJ-სა და „ლაივ“ შემსრულებლის ამპლუაში, მას უამრავი ფართო-მასშტაბური ფესტივალის სცენაზე აქვს დაკრული, როგორც მოწვეულ არტისტსა და „ჰედლაინერს“. იყო BBC-ს მიქს-სერიების მონაწილე; Cercle-ს პირდაპირი ჩართვა პარიზიდან, რაც ასობით ათასმა ფანმა და მსმენელმა იხილა; ე.წ. “Glassforms”: ფილიპ გლასის სამუშაოს რეინპრეტაცია; აგრეთვე Zaha Hadid Architects-თან კოლაბორაცია, რისი მეშვეობითაც მოხდა მეთვრამეტე საუკუნის ციხე-სიმაგრის ვიზუალურად განათება („მეფინგი“) მისი მუსიკის თანხლებით.

მაქს კუპერს სურს გაგიზიაროთ საკუთარი გამოცდილების კრებული, მათი დაკნინების გარეშე - გაჩვენოთ საკუთარი სამყარო რამოდენიმე დონეზე. ეს გამოცდილება არ უნდა იყოს შიშის მომგვრელი, რადგან მისი მუსიკა არის სავსე, მიმზიდველი, საუცხოო, ემოციური და გრანდიოზული; სწორედ იმიტომ, რომ იგი მაქსიმალურად იყენებს შესაძლებლობებს, რათა საკუთარი სამყარო სწორად მოიტანოს თქვენთან. მაგალითად 360 გრადუსიან სტერეოფონური ხმის პოზიციონირებით, რაც უცხო განცდების გარდა, გვიტოვებს წვრილმანებზე დაკვირვებულობის შერძნებას.

მაქს კუპერისთვის კრის კანინგჰემის მუსიკალური ვიდეოების და მუსიკის კინომატოგრაფიასთან ისეთი შერწყმა, როგორიცაა „Koyaanisqatsi“-ში არის მისი, როგორც მუსიკოსის მისაბაძი მაგალითი.

2 საათიანი LIVE A/V შოუს შემდეგ იგი დაუკრავს DJ სეტს.

სოც-მედია ბმულები:

Web: https://www.Maxcooper.net

FB: https://www.facebook.com/maxcoopermax/

SoundCloud: https://soundcloud.com/max-cooper

YouTube: http://www.youtube.com/user/maxbcooper

Twitter: https://twitter.com/maxcoopermax

Spotify: https://open.spotify.com/artist/0WSSKmoRbxqLf3MnXInQ2J

RA: https://ra.co/dj/maxcooper

მასთან ერთად სცენას დაიკავებენ ქართული მუსიკალური სცენის წარმომადგენლები:

Hatsvali B2B Toke (Hatsvali: FB: https://www.facebook.com/htsvl; SoundCloud: https://soundcloud.com/htsvl | Toke: FB: https://www.facebook.com/tokemsc; SoundCloud: https://soundcloud.com/toke3) 

Rydeen (FB: https://www.facebook.com/RydeenMsc)

დასასწრებად აუცილებელია კარზე წარადგინოთ მწვანე სტატუსის კოვიდ-პასი Georgian E-Health აპლიკაციიდან:

ბილეთი, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და მწვანე სტატუსის მქონე კოვიდ-პასი (ორჯერადად ვაქცინაციის შემდეგ გასულია 14 დღეზე მეტი, ან გადაიტანეთ კოვიდ-19 ივენთის თარიღიდან ბოლო 6 თვის მანძილზე, ან პისიარ ტესტის უარყოფითი პასუხი მიიღეთ 48 საათიან ინტერვალში)

ბილეთები:

I კალათა - 30GEL

II კალათა - 40GEL

III კალათა / კარზე - 50GEL