• როგორ გამოვიყენო ფასდაკლების პრომოკოდი?
    • პრომოკოდი არის ერთჯერადი და უნიკალური. მისი გამოყენება შეგიძლიათ თქვენთვის სასურველ მხოლოდ ერთ კონკრეტულ ღონისძიებაზე რამდენიმე ან ერთი ბილეთის შეძენისას. ადგილების არჩევის შემდეგ ჯამური თანხის ქვეშ დააწექით ღილაკს ,,გაქვთ ფასდაკლების კოდი?'' შეიყვანეთ თქვენი პრომოკოდი და შესაბამისი თანხა დააკლდება ბილეთის საფასურს. ამის შემდეგ კი სტანდარტულად შეგიძლიათ განაგრძოთ ბილეთების შეძენის პროცესი.
  • როგორ უნდა მოვიქცე თუ ბილეთი დავკარგე?
    • უნდა დაუკავშირდეთ მხარდაჭრის ჯგუფს, რომელიც დაგეხმარებათ აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში
  • ბავშვებისთვის აუცილებელია თუ არა ბილეთის შეძენა?
    • 6 წლამდე ბავშვებისათვის ბილეთების შეძენა აუცილებელი არ არის, თუმცა არის ღონისძიებები, სადაც სხვადასხვა პირობებია დადგენილი ორგანიზატორების მიერ
  • რომელ სალაროში შეიძლება ბილეთების შეძენა?
    • ჩვენს საიტზე განთავსებული ღონისძებების ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ფიზიკურ სალაროებში (გამონაკლისის გარდა):

      • 1. ქ. თბილისი, პ. მელიქიშვილის გამზირი N1, „თბილისის საკონცერტო დარბაზი“-ს სალაროები, რომელიც მუშაობს ყოველ დღე (სამშაბათი-კვირის გარდა) დილის 11 საათიდან საღამოს 7 საათამდე (14:00 – 15:00 შესვენება).
      • 2. ქ. თბილისი, შ. რუსთაველის გამზირი N37, „შალიკაშვილის თეატრი“-ს სალაროები, რომელიც მუშაობს პარასკევი, შაბათი - დილის 11 საათიდან საღამოს 7 საათამდე (14:00 – 15:00 შესვენება). ამ სალაროში შეგიძლიათ შეიძნოთ მხოლოდ „შალიკაშვილის თეატრი“-ს ბილეთები.
      • 3. ქ. თბილისი, შავთელის ქუჩა N13, „გაბრიაძის თეატრი“-ს სალაროები, რომელიც მუშაობს ყოველ დღე (შაბათ-კვირის ჩათვლით) დილის 11 საათიდან საღამოს 7 საათამდე (14:00 – 14:30 შესვენება). ამ სალაროში შეგიძლიათ შეიძნოთ მხოლოდ „გაბრიაძის თეატრი“-ს ბილეთები.
      • 4. ქ. თბილისი, შ. რუსთაველის გამზირი N25, „თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი“-ს სალაროებში, რომელიც მუშაობს ყოველ დღე (ორშაბათის გარდა) დილის 11 საათიდან საღამოს 7 საათამდე (14:00 – 15:00 შესვენება). ამ სალაროში შეგიძლიათ შეიძნოთ მხოლოდ ოპერის ბილეთები.
      • 5. ქ. თბილისი, გრიბოედოვის ქუჩა N 8-10, „თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორი“-ის სალაროებში, რომელიც მუშაობს ყოველ დღე (შაბათ-კვირის ჩათვლით) დილის 11 საათიდან საღამოს 7 საათამდე (14:00 – 15:00 შესვენება). ამ სალაროში შეგიძლიათ შეიძინოთ მხოლოდ კონსერვატორიის ბილეთები.
  • მოქმედებს თუ არა სტუდენტური ფასდაკლება?
    • სუდენტური ფასდაკლებით ნებისმიერ დროს შეგიძლიათ შეიძინოთ ნებისმიერი მიმართულებით მატარებლის ბილეთები. სხვადასხვა ორგანიზატორის სურვილზეა დამოკიდებული რომელიმე ღონისძიების ბილეთებზე იქნება თუ არა სტუდენტური ფასდაკლება. რაც შეეხება თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებს, სპეციალურად მათთვის შალიკაშვილის თეატრის ნებისმიერი სპექტაკლის ბილეთი შეგიძლიათ შეიძინოთ 50% ფასდაკლებით მხოლოდ თეატრის სალაროებში.
  • ბილეთის დაბრუნება შესაძლებელია?
    • მატარებლის ბილეთების გარდა სხვა ბილეთების დაბრუნება/გადაცვლა არ ხორციელდება. ღონისძიებების ბილეთების დაბრუნებაზე ვალდებულება და პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ ღონისძიების ორგანიზატორს.
  • სხვისი ბარათით შემიძლია ვიყიდო ბილეთები?
    • დიახ, შესაძლებელია
  • როგორ ვიყიდო ბილეთი?
    • ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ რეგიტრაციით ან რეგისტრაციის გარეშე. აირჩიეთ სასურველი ღონისძიება, სასურველი ბილეთის კატეგორია, სასურველი ადგილი დარბაზში (თუ მსგავსი მოითხოვება) და შეიყვანეთ ნებისმიერი ბანკის პლასტიკური ბარათის მონაცემები. ამის შემდეგ ელექტრონული ბილეთი QR კოდით გადმოგეგზავნებათ თქვენს მიერ მითითებულ მეილსა და ტელ. ნომერზე, ამობეჭდავთ და მობრძანდებით ღონისძიებაზე. ელ. ბილეთი შეგიძლიათ წარადგინოთ ტელეფონითაც. ამ შემთხვევაში გაითვალისწინეთ, რომ ტელეფონის ეკრანი არ უნდა იყოს გატეხილი ან გაბზარული და ეკრანის განათება უნდა იყოს ბოლომდე აწეული.
  • შემიძლია თუ არა ჩემი ნაყიდი ბილეთი სხვას რომ გავუზიარო?
    • დიახ, შესაძლებელია
  • შესაძლებელია თუ არა სასურველი ადგილების დარეზერვება?
    • არა, არ არის შესაძლებელი
  • სად უნდა გადავცვალო ბილეთები?
    • ბილეთების გადაცვლა არ არის საჭირო, რადგან თქვენს მიერ მითითებულ მეილსა და ტელეფონის ნომერზე მიიღებთ QR კოდიან ელექტრონულ ბილეთებს, რომლითაც შეგიძლიათ მიბრძანდეთ პირდაპირ შესასვლელში.
  • აუცილებელია, რომ ამობეჭდილი ბილეთით მოვიდეთ შესასვლელში?
    • არ არის აუცილებელი ამობეჭდილი ბილეთებით წარსდგეთ შესასვლელში. შეგიძლიათ ტელეფონითაც წარადგინოთ შეძენილი ბილეთები. ამ შემთხვევაში გაითვალისწინეთ, რომ ტელეფონის ეკრანი არ უნდა იყოს გატეხილი ან გაბზარული და ეკრანის განათება უნდა იყოს ბოლომდე აწეული.
  • რომელი ბარათით არის შესაძლებელი გადახდა?
    • ნებისმიერი VISA / MasterCard / Amex ტიპის ბარეთებით
  • როგორ შემიძლია ვნახო ჩემს მიერ შეძენილი ბილეთი?
    • რეგისტრაციით შეძენილი ბილეთები შეგიძლიათ მოიძიოთ თქვენივე ანგარიშის ჩანართში - ,,ჩემი ბილეთები", ასევე მეილსა და ტელ. ნომერზე, რომელიც მიუთითეთ რეგისტრაციისას. რეგისტრაციის გარეშე შეძენილი ბილეთები შეგიძლიათ მოიძიოთ მხოლოდ თქვენს მიერ მითითებულ მეილსა და ტელ. ნომერზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: +995 32 219 55 77
ან მოგვწერეთ მეილი შემდეგ მისამართზე: [email protected]