აღნიშნული ღონისძიება უკვე ჩატარდა.

გადადით მთავარ გვერდზე, სადაც შეძლებთ უამრავი საინტერესო ღონისძიების დათვალიერებას და ბილეთის შეძენას.
MONKEY @ Kustba | Jayda G
აღწერა

30 სექტემბერს, Monkey-ის საზაფხულო სეზონს კუს ტბაზე Jayda G-ის ენერგიული მუხტით ვასრულებთ! ✨

Jayda G ლონდონში დაფუძნებული, გრემის ნომინირებული Dj და პროდიუსერია, რომელმაც ანდერგრაუნდ სივრცეში უსაზღვრო ენერგიითა და დამახასიათებელი დადებითი მუხტით მალევე გაითქვა სახელი.

2017 წელს, Boiler Room-ის Deklament-ში გამოჩენის შემდეგ უამრავ ფესტივალსა და ღონისძიებას შეურთდა მსოფლიო მასშტაბით. ამჯერად მისი დებიუტი საქართველოში, ჩვენს საცეკვაო მოედანზე შედგება!

მოუსმინე: https://soundcloud.com/jaydagmusic

Damiano Von Erckert გერმანელი არტისტია ჰაუს და ტექნო მიმართულებით. მისი ყოველთვიური რადიო შოუ ლონდონში სადგურისთვის - RINSE.FM 2018 წლიდან დაიწყო.

Damiano-ს მუსიკლაური სტილი მტკიცედ არის დაკავშირებული ჰაუსის, ტექნოს, დისკოსა და თანამედროვე ხელოვნების ტრადიციებთან, რასაც თითოეულ ჟღერადობაში ამოიცნობ.

მოუსმინე: https://soundcloud.com/damianovonerckert

სეზონის დახურვაზე ქართული საკლუბო სცენის გამორჩეული არტისტი და Time Records-ის თანადამფუძნებელი Ash Scholem შემოგვიერთდება.

მოუსმინე: https://soundcloud.com/ash_scholem

გამორჩეულ ღამეს კი ჩვენი რეზიდენტი Soulidan დაასრულებს.

მოუსმინე: https://soundcloud.com/soulidan

__

ერთ ვერიფიცირებულ მომხმარებელს, ონლაინ ვერიფიკაციის შემდგომ, შეეძლება შეიძინოს მხოლოდ 2 ბილეთი.

I კალათა – 60 ლარი

II კალათა – 70 ლარი

კარზე - 80 ლარი

Face & Age control 🚫 18