აღნიშნული ღონისძიება უკვე ჩატარდა.

გადადით მთავარ გვერდზე, სადაც შეძლებთ უამრავი საინტერესო ღონისძიების დათვალიერებას და ბილეთის შეძენას.
Bedford Falls / 4D Monster Lobsters / Tato Rusia
აღწერა

23 სექტემბერს, MONO HALL წარმოგიდგენთ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ყველაზე მოსმენადი ჯგუფის, Bedford Falls კონცერტს. სცენას ასევე დაიკავებს, მსმენელისთვის უკვე კარგად ნაცნობი ფსიქოდელიური სინთი-პოპ ჯგუფი 4D Monster Lobsters და საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჰიპ-ჰოპ ჯგუფის MokuMoku-ს ერთ-ერთ სულის ჩამდგემელი და სელექტორი Tato Rusia.

Bedford Falls თანამედროვე მუსიკალური სცენის ერთერთი ყველაზე გავლენიანი პროექტია. Ბენდი ხუთი წლის წინ თბილისში შეიქმნა და ოთხი მუსიკოსისგან შედგება. Მათი შემოქმედება გამოირჩევა ჟანრობრივი მრავალფეროვნებით და სახასიათო, ნოსტალგიური მელოდიებით.

ერთ წლიანი პაუზის შემდეგ, Bedford Falls-მა ჯადოსნური ახალი სინგლი - KINO გამოუშვა, ხოლო ახალი სტუდიური ალბომი შემოდგომას იქნება მზად.

4D MONSTER LOBSTERS თავდაპირველად დუეტის ფორმატში ქმნიდა მუსიკას და სახელიც LOBSTER 22 ერქვა, თუმცა 2019 წელს Tbilisi Open Air-ზე, კერძოდ კი Newcomers პროექტში მონაწილეობის მისაღებად საჭირო გახდა დუეტის ჯგუფამდე „შევსება“ , რის შემდეგაც ჯგუფი სრულფასოვნად წარსდგა მსმენელის წინაშე Tbilisi Open Air-ის დიდ სცენაზე.

4D MONSTER LOBSTERS შემოქმედება სავსეა ექსპერიმენტებით და მუდმივი ძიების პროცესით, რაზეც ჯგუფის არაერთი ნამუშევარი მეტყველებს, რომლებიც მალევე შეიყვარა მსმენელმა და დღეს 4D MONSTER LOBSTERS ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მოსმენადი ჯგუფია საქართველოში.

------

22:00 - Doors Open

23:00 - 4D Monster Lobsters

00:30 - Bedford Falls

02:00 - Tato Rusia

------

♀♂ ასაკობრივი შეზღუდვა 16+

------

კალათა 1 - 30₾

კალათა 2 - 40₾

კალათა 3 - 50₾