
TREEBAL GATHERING at EZO
B
ჩვენს შემდეგ შეკრებაზე გიხმობთ ღია ცასთან უფრო ახლოს, მზითა და ვარსკვლავებით გარშემორტყმულ eZo Festival-ის ჯადოსნურ და განახლებულ გარემოში.
23 ივლისს, ეზო ფესტივალის ორ სთეიჯზე გიმასპინძლებთ, სადაც განწყობისა და გემოვნების მიხედვით, აუცილებლად იპოვი შენთვის სასიამოვნო, საცეკვაო ან მოსასვენებელ სივრცეს.
✦ არტისტები ✦
OUTSIDERS | ACIDWAVE | OBRI | ELLARGE | DIMITREE | HOLO | ASPITH |
დაანონსდება მეტი არტისტი.
ღონისძიების ჰედლაინერია Outsiders - ისრაელში დაფუძნებული ორი განსაკუთრებული პროდიუსერის, Haim Lev-ისა და Guy Malka-ს საერთო პროექტი, რომელიც ძალიან სწრაფად განვითარდა, მათ რელიზებს კი საერთაშორისო დონის ლეიბლები გამოსცემენ. ასევე, შეხვდებით კოლაბორაციულ ნამუშევრებს ისეთ არტისტებთან, როგორებიც არიან - Tristan, Symbolic, Laughing Buddha, Avalon, Electric Universe, Ajja, Burn in Noise, Astral Projection. მათი საუნდი მუდმივად ტრანსფორმირდება და მკვეთრად გამოხატავს არტისტების დუოს გლობალურ ინტერაქციებს. 2022 წელს კი შეუერთდნენ Astrix-ის ლეიბლს, Shamanic Tales Records-ს.
I კალათა : 40 GEL
II კალათა : 50 GEL
კარზე: 60 GEL
ფეის კონტროლი / ასაკის კონტროლი 18+