SPIRAL: FATIMA HAJJI, XENIA, AUTUMN TREE, MCKENZIE

B

აღწერა

SPIRAL - დამოუკიდებელი ტექნო საღამოების სერიები, რომელიც DECODER-ის პლატფორმაზე დაფუძნდა, 26 აგვისტოს გლობალური და ადგილობრივი სცენის მნიშვნელოვან წარმომადგენლებს უმასპინძლებს.

FATIMA HAJJI თანამედროვე ტექნო სცენის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სახეა, რომელმაც თავისი ინტერნაციონალური წარმომავლობა მუსიკაში ასახა. ეთნომუსიკით, აღმოსავლური და აფრიკული მოტივებით გაჯერებული სელექცია და სწრაფ რიტმებზე დაფუძნებული სეტები მალევე მოექცა ყურადღების ცენტრში და არტისტს გამოკვეთილი, დამახასიათებელი ჟღერადობა შესძინა, რაც მას მსოფლიოს უამრავი ფარშომასშტაბიანი ფესტივალის სასურველ სტუმრად აქცევს.

თავდაუზოგავი შრომისმოყვარეობითა და მიზანდასახულობით გამორჩეული უკრაინელი დიჯეის XENIA მუსიკალური მოგზაურობა ღრმა ბავშვობაში, უკრაინის შორეულ რეგიონში სხვადასხვა ინსტრუმენტების დაუფლებით დაიწყო და მოგვიანებით, ელექტრონული მუსიკის მრავალწლიანი სიყვარულისა და სწავლისა და გამოცდილების შედეგად, დღეს ის ტექნო სცენის ერთ-ერთ ამომავალ ვარსკვლავად ითვლება.

ღამის მუსიკალურ პროგრამას შეუერთდებიან ადგილობრივი სცენის ორი განსხვავებული წარმომადგენელი, დიჯეი და პროდიუსერი ლეონ ლოლიშვილი, პროექტის GREENBEAM & LEON მეორე ნახევარი AUTUMN TREE და თბილისში დაფუძნებული ამერიკელი დიჯეი MCKENZIE.

──────────────────────────────────────────

ასაკობრივი შეზღუდვა 18+

I კალათა - 30 ₾

II კალათა - 40 ₾

III კალათა - 50 ₾

IV კალათა - 60 ₾