
თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი
„თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი“-ს პირველი გამოშვება 2023 წლის 30 მაისს დაიწყება და 7 ივნისს დაიხურება.
ფესტივალი ტარდება დირიჟორი ჯანანდრეა ნოსედას და მევიოლინე მაქსიმ ვენგეროვის პატრონაჟით.
პარტნიორები: თბილისის მერია, ეროვნული სასახლე, ა. ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, ალაბამას უნივერსიტეტი(აშშ);
ფესტივალის სტუმრებს უმასპინძლებს: სასტუმრო „რუმსი თბილისი“, რესტორანი „ქეთო და კოტე“; კომპანია „ანტრე“;
ფესტივალის მდგრადი განვითარების კონცეფცია შემუშავებულია Route2-ს მიერ;
მხარდამჭერები: ყიფიანი და პარტნიორები, „თიხარტი“, kollektiv
სპონსორები: POMONA, ESHVI
მედია პარტნიორები: ტვ იმედი, საზოგადოებრივი მაუწყებელი, MOVEMENT
* 6 წლამდე ბავშვები კონცერტზე არ დაიშვებიან
* დაგვიანებული სტუმრები კონცერტზე არ დაიშვებიან
* საჭიროების შემთხვევაში ფესტივალი იტოვებს უფლებას, შეცვალოს პროგრამა.
თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფი მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის და გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ შეძენილი ბილეთებიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება ახალგაზრდა ქართველი მუსიკოს-შემსრულებლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობას.