რაგბი ევროპის სუპერ თასი

აღწერა

ევროპის სუპერ თასი თბილისში!

4 დეკემბერს, 16 საათზე, შავი ლომი ავჭალის სტადიონზე რუსულ ლოკომოტივ პენზას ეთამაშება.

11 დეკემბერს, 17 საათზე, შავი ლომი ავჭალის სტადიონზე რუსულ ენისეი ეს ტე ემს ეთამაშება.

ბილეთის ფასი 15 ლარი

გაითვალისწინეთ, რომ ქვეყანაში მოქმედი კოვიდ რეგულაციებიდან გამომდინარე, თამაშზე გულშემატკივრების მხოლოდ 33 პროცენტი დაიშვება.

თამაშზე დასწრების წესები & რეკომენდაციები:

⚠️ აუცილებელი კოვიდ-შემოწმების გათვალისწინებით, სტადიონზე შესვლა მაქსიმალურად მოკლე დროში რომ მოხდეს, შესასვლელში უნდა წარმოადგენოთ:

⚠️ თამაშის (ელექტრონული) ბილეთი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;

⚠️ კოვიდ-ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (სასურველია ამობეჭდილი QR კოდით);

⚠️ ან 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტის უარყოფითი პასუხი (სასურველია ამობეჭდილი);

⚠️ ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენტესტის (სწრაფი ტესტი) უარყოფითი პასუხი (ამობეჭდილი);

⚠️ ან ბოლო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის გადატანის დამადასტურებელი ცნობა (ამობეჭდილი);

⚠️ ან წინასწარ შებრძანდით გვერდზე: www.covidpass.moh.gov.ge და ეკრანზე გქონდეთ წარმოდგენილი QR კოდი;

⚠️ ან წინასწარ შებრძანდით აპლიკაციაში Georgia E-Health და ეკრანზე გქონდეთ წარმოდგენილი QR კოდი;

⚠️ სტადიონის ტერიტორიაზე სავალდებულოა პირბადის ტარება;

⚠️ სოციალური დისტანციის დასაცავად, აუცილებელია, ყველა გულშემატკივარმა დაიკავოს ბილეთზე მითითებული ადგილი.

ℹ️ სურვილის შემთხვევაში ანტიგენ ტესტის ჩაბარება ავჭალის სტადიონთანაც იქნება შესაძლებელი – ტესტის ფასი: 15 ლარი

04 დეკ
11 დეკ