წესები და პირობები

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ მომსახურების წესებსა და პირობებს, რომელსაც გთავაზობთ შპს „ონლაინ თიქეთსი“ (შემდგომში TKT.GE ) სხვადასხვა გასართობი/კულტურული/სპორტული და ა.შ. სახის ეროვნულ და საერთაშორისო ღონისძიებებზე დასასწრები ბილეთების შესაძენად. ნებისმიერი ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთის სარეალიზაციოდ წარმოადგენს TKT.GE , როგორც პრომოუტერი ამა თუ იმ ღონისძიების ორგანიზატორის სურვილის/შეკვეთის მიხედვით.

ვებ-გვერდზე რეგისტრაციისას და ბილეთების შეძენის წინ თქვენ ეთანხმებით წინამდებარე მომსახურების პირობებსა და წესებს. TKT.GE უფლებას იტოვებს, ცალმხრივად შეიტანოს ცვლილებები მომსახურების პირობებში, რაც ავტომატურად განთავსდება კომპანიის ვებ პორტალზე. მოგმართავთ, რათა რეგისტრაციის გავლისას და ბილეთის შეძენის წინ ყურადღებით გაეცნოთ შემოთავაზებულ მომსახურების პირობებს.

გაითვალისწინეთ, რომ ქვემოთ მოცემული წესები და პირობები შეიძლება იქნას განახლებული ნებისმიერ დროს ტექნიკური ცვლილების საფუძველზე. ჩამოთვლილი წესები და პირობები ვრცელდება მხოლოდ ონლაინ თიქეთსის მიერ რეალიზირებულ ბილეთებზე.

TKT.GE ბილეთის სარეალიზაციოდ განთავსების წინ, შპს „ონლაინ თიქეთ“-სა და და ორგანიზატორს შორის ფორმდება მომსახურების ხელშეკრულება/კონტრაქტი, რომელიც აცხადებს თანხმობას TKT.GE -ს მიერ შეთავაზებულ სერვისზე.

ონლაინ თიქეთსი არის კომპანია, რომელიც საშუალებას აძლევს ნებისმიერ მსურველს/მომხმარებელს 24 საათის განმავლობაში, ნებისმიერ დროს, საიტის ან მობილური აპლიკაციის მეშვეობით შეიძინოს სხვადასხვა ორგანიზატორის მიერ დაგეგმილი კულტურული, გასართობი თუ სპორტული ღონისძიებებზე დასასწრები ბილეთები/აბონემენტები.

ორგანიზატორი არის ფიზიკური პირი ან კომპანია, რომელიც სურვილისამებრ იყენებს ონლაინ თიქეთსის სერვისს (ვებ-საიტი, ფიზიკური სალარო და მობილური აპლიკაცია) ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების სარეალიზაციოდ.

მომხმარებელი არის ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს ორგანიზატორის მიერ დაგეგმილი ღონისძიების ბილეთების შეძენას, განიხილავს შეთავაზებით სარგებლობას ან სარგებლობს შეთავაზებით საიტის, ფიზიკური სალაროსა თუ მობილური აპლიკაციის მეშვეობით. მომხმარებელი ვალდებულია ყურადღებით გაეცნოს საიტის წესებსა და პირობებს ბილეთების შეძენის წინ, რომელიც იმოქმედებს შეძენის დასრულების შემდეგაც.

განსაკუთრებული პირობები
იმისათვის, რომ ისარგებლოთ TKT.GE ვებ-გვერდით მომხმარებლის ასაკი უნდა შეადგენდეს ან აღემატებოდეს 18 წელს ან მას უნდა გააჩნდეს კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა. მომხმარებელი პასუხისმგებელია ნებისმიერ ქმედებაზე, რაც განხორციელდება ვებ-გვერდზე მომხმარებლის სახელით. მომხმარებელი თავად აგებს პასუხს საკუთარი სარეგისტრაციო მონაცემების უსაფრთხოდ შენახვაზე, ასევე მის მიერ ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაზე.

მონაცემთა დამუშავება
TKT.GE ახორციელებს მომხმარებლის პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას იმ ფარგლებში, რაც აუცილებელია მომხმარებლისათვის მომსახურების გასაწევად. ამასთან მომხმარებლის მიერ შეთავაზების გამოყენება (შეძენა ან შეძენის მცდელობა) წარმოადგენს მის დამატებით თანხმობას პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. TKT.GE უფლებას იტოვებს დაამუშაოს მომხმარებლის მონაცემები პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის კანონით დასაშვებ ფარგლებში, ხოლო მომხმარებელს უფლება აქვს ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის გამოყენების შეწყვეტა. TKT.GE უფლებას იტოვებს, ხოლო მომხმარებელი თანახმაა, გადაეცეს მისი პერსონალური მონაცემები ღონისძიების ორგანიზატორს მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევის მიზნით.

უარი გარანტიებზე
TKT.GE პასუხს არ აგებს მესამე პირების (მათ შორის ორგანიზატორის) მოქმედებაზე, მათ ვებ-გვერდებზე განთავსებულ ინფორმაციაზე იმ შემთხვევაშიც კი, თუ მესამე პირების ვებ-გვერდზე განთავსებულია ბმული, რომლითაც ხორციელდება TKT.GE -ის ვებ-გვერდზე გადასვლა.
TKT.GE არ იძლევა ვებ-გვერდის უწყვეტად ფუნქციონირების გარანტიას, შესაბამისად იგი პასუხს არ/ვერ აგებს თუ დროის გარკვეულ მონაკვეთში ვებ-გვერდი ან მისი რომელიმე სერვისი გახდა მთლიანად ან ნაწილობრივ მიუწვდომელი, დაფიქსირდა ტექნიკური ხარვეზი და სხვა.
TKT.GE პასუხს არ აგებს ქსელების, სისტემების, სერვერების, პროვაიდერების, მოწყობილობების, სერვისების ტექნიკურ ან პროგრამულ გაუმართაობაზე, გადამცემი ხაზების ხარვეზებზე; შეწყვეტაზე ან დაყოვნებაზე მონაცემთა დამუშავების / გადაცემის პროცესში; მომხმარებლის მასალების განადგურებაზე, მოპარვაზე, არასანქცირებულ წვდომაზე.
TKT.GE პასუხს არ აგებს მომხმარებლის ან სხვა პირის მოწყობილობის (კომპიუტერი, პლანშეტი, მობილური და სხვა) დაზიანების შემთხვევებზე, თუ აღნიშნული გამოწვეული იქნა მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდიდან ან ვებ-გვერდზე განთავსებული ბმულის/კავშირის გამოყენებით, ნებისმიერი ტიპის ინფორმაციის ან / და პროგრამის ჩამოტვირთვის გამო.


TKT.GE იტოვებს უფლებას უარყოს ან გააუქმოს მომხმარებლის მოთხოვნები/ტრანზაქციები, რომლებთანაც კომპანიას გააჩნია სამართლებრივი დავა; რომელმაც ადრე უკვე დაარღვია კომპანიის წესები და პირობები; რომელიც ეჭვმიტანილია რაიმე სახის თაღლითობაში, მათ შორის პლასტიკური ბარათების გადახდებთან დაკავშირებულ თაღლითობაში; რომლებიც განახორციელებენ პლასტიკური ბარათების ყალბ ან არასრულ საინდეტიფიკაციო მონაცემთა გამოყენებას და სხვა.

საიტზე რეგისტრაცია არის უფასო. სასტიკად აკრძალულია რესგიტრაციისას არასწორი, გამოგონილი პირადი ინფორმაციის გამოყენება. ამ შემთხვევაში კომპანია იხსნის პასუხისმგებლობას შეძენილი ბილეთების ნამდვილ ადრესატთან გაგზავნაზე. მომხმარებლის პირადი ინფორმაცია არის კონფიდენციალური და არ არის საჯარო. რეგისტრაციის მეშვეობით მომხმარებელს შეუძლია მოიძიოს ნებისმიერი ინფორმაცია მისი ანგარიშის მიხედვით:

- შეამოწმოს მის მიერ განხორციელებული გადახდების სტატუსი
- გადაამოწმოს მის მიერ შეძენილი ბილეთების ისტორია
- სურვილის შემთხვევაში დაარედაქტიროს პირადი ინფორმაცია ნებისმიერ დროს
- სურვილის შემთხვევაში გამოცვალოს პაროლი
- სურვილის შემთხვევაში ჩართოს ან გამორთოს შეტყობინებები ახალ ღონისძიებებზე
- ისარგებლოს ნებისმიერი ახალი ფუნქციით, რომელსაც ჩვენი საიტი პერიოდულად შესთავაზებს ჩვენს აქტიურ მომხმარებლებს.

TKT.GE -ს არ მიუწვდება ხელი მომხმარებლის მიერ საიტზე გამოყენებული ბარათების დეტალებზე (ბარათის ნომერი, ბარათის მოქმედების ვადა, ბარათის უსაფრთხოების კოდი და სხვა).

ღონისძიების გაუქმება, გადადება, ცვლილება
TKT.GE წარმოადგენს მხოლოდ შუამავალს, რომელიც ღონისძიების ორგანიზატორის დავალებით ახდენს ღონისძიებაზე დასასწრებს ბილეთების რეალიზაციას. შესაბამისად TKT.GE პასუხს არ აგებს ღონისძიების გაუქმების, გადადების, ცვლილების (ღონისძიების ჩატარების ადგილის, პროგრამისა და სხვა) შემთხვევაში. მომხმარებელს მოთხოვნის უფლება წარმოეშვება ღონისძიების ორგანიზატორის მიმართ. მიუხედავად ამისა TKT.GE შეეცდება დახმარება გაუწიოს მომხმარებელს ღონისძიების ორგანიზატორთან დაკავშირებასა და სხვადასხვა საკითხის მოგვარებაში.

იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზატორი ჩვენი კომპანიის საშუალებით დააბრუნებს გაუქმებული ან გადადებული ღონისძიების ბილეთების თანხებს, მომხმარებელს უბრუნდება მხოლოდ ბილეთის საფასური მომსახურების საკომისიოს გამოკლებით, რადგან მომსახურეობის საკომიოები წარმოადგენს ბილეთის მიწოდებისა და გენერირების ხარჯს, რომელ სერვისშიც მომხმარებელი იხდის საფასურს.

ღონისძიების გაუქმების, გადადების ან სხვა ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში TKT.GE უფლებას იტოვებს მოახდინოს იმ მომხმარებლის ინფორმირება, რომელსაც შეძენილი აქვს კონკრეტული ღონისძიების ბილეთი. აღნიშნული წარმოადგენს ნებაყოფლობით მომსახურებას, რაც შეიძლება განხორციელდეს მოკლე ტექსტური შეტყობინების ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით TKT.GE -ისათვის ცნობილ მომხმარებლის მონაცემებზე ან უბრალოდ ინფორმაციის სახით განთავსდეს კომპანიის ვებ-პორტალზე www.tkt.ge.

TKT.GE არის ბილეთების სადისტრიბუციო ქსელი, რომელიც არ იღებს მონაწილეობას და არ არის ჩართული მის მიერ გასაყიდი ღონისძიებების საორგანიზაციო საქმიანობაში. ასევე არ იძლევა გარანტიას ბილეთების გაყიდვა/არ გაყიდვასთან დაკავშირებით. საიტზე ღონისძებების განთავსება ხდება ორგანიზატორის სურვილისამებრ და მხოლოდ ის არის პასუხისმგებელი ღონისძიების საორგანიზაციო საკითხებზე, როგორიცაა მაგალითად მაგრამ არ შემოიფარგლება:

- გასაყიდი ბილეთების რაოდენობა
- მაქსიმალური ბილეთების რაოდენობა, რაც დასაშვებია ერთი მომხმარებლის მიერ შეძენის შემთხვევაში;
- ასაკობრივი შეზღუდვა
- ბილეთების დაზღვევით შეძენა
- გასაყიდი ბილეთების ფასი; აბონემენტების ფასი; ფასდაკლებების პრომოკოდები და სხვა.

ფასდაკლების პრომოკოდი
ფასდაკლების პრომოკოდი არის ერთჯერადი და უნიკალური. მისი გამოყენება შეგიძლიათ თქვენთვის სასურველ მხოლოდ ერთ კონკრეტულ ღონისძიებაზე რამდენიმე ან ერთი ბილეთის შეძენისას. TKT.GE-ს მიერ გაცემული პრომოკოდის სტანდარტული ვადა არის გენერირებიდან 3 თვე.
პრომოკოდით შეძენილი ბილეთების თანხის დაბრუნების შემთხვევაში (იგულისხმება გაუქმებული ღონისძიება ან მატარებლის ბილეთი) გამოყენებული პრომოკოდი აღდგენას არ ექვემდებარება.
თანხის დაბრუნება
TKT.GE არც ერთ შემთხვევაში არ არის ვალდებული უკან დაუბრუნოს მომხმარებელს შეძენილი ბილეთის საფასური, ვინაიდან როგორც უკვე არაერთხელ აღინიშნა TKT.GE წარმოადგენს მხოლოდ სადისტრიბუციო ქსელს და ამასთან მომხმარებელი წინამდებარე პირობებზე დათანხმებისას ინფორმირებულია TKT.GE ფუნქციაზე და საშუამავლო როლზე ორგანიზატორსა და მომხმარებელს შორის. პრომოკოდით შეძენილი ბილეთების თანხის დაბრუნების შემთხვევაში (იგულისხმება გაუქმებული ღონისძიება) გამოყენებული პრომოკოდი აღდგენას არ ექვემდებარება.
ბილეთის დაბრუნება
TKT.GE არ არის ვალდებული დაიბრუნოს გაყიდული ბილეთ(ებ)ი.
მონაცემთა დაცვა
TKT.GE მიმართავს ყველა გონივრულ საშუალებას, რათა უზრუნველყოს მომხმარებლის მონაცემების დაცვა. TKT.GE პასუხს არ აგებს თუ მესამე პირთა მიერ განხორციელდა უკანონო წვდომა მომხმარებლის მონაცემებზე (მათ შორის, პერსონალური მონაცემები, საბანკო პლასტიკური ბარათის მონაცემები და სხვა).
მატერიალური პასუხისმგებლობის შეზღუდვა
TKT.GE -ის პასუხისმგებლობა შემოიფარგლება იმ თანხით, რაც წარმოადგენს TKT.GE -ის ანაზღაურებას მომხმარებლის მიერ სადავო შემთხვევის ფარგლებში გადახდილი საფასურიდან, ყველა გადასახადის, მოსაკრებლისა და საკომისიოს გამოკლებით. მომხმარებლებისაგან ბილეთებთან დაკავშირებული პრეტენზია განიხილება ღონისძების ჩატარებიდან მაქსიმუმ 2 კვირის ვადაში.
მოქმედი სამართალი
ურთიერთობები წესრიგდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით. დავის განხილვა, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ხორციელდება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ.
მასალების გამოყენების პირობები
TKT.GE-ის საიტზე განთავსებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ტექსტური, ფოტო და გრაფიკული გამოსახულება წარმოადგენს კომპანიის საკუთრებას და მისი გამოყენება ან დუბლირება TKT.GE-ის წერილობითი ნებართვის გარეშე აკრძალულია. აღნიშნული ქმედება გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

წესებსა და პირობებზე დათანხმებით თქვენ თანახმა ხართ მიიღოთ საინფორმაციო და სარეკლამო სახის მეილები თქვენს მითითებულ ელ.ფოსტაზე


კინოს ბილეთების დაბრუნების წესები:
კინოს ბილეთის დასაბრუნებლად, აუცილებელია, იყოთ დარეგისტრირებული ჩვენ საიტზე და გაწევრიანებული TKT Club-ში. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეგისტრაციის გარეშე შეძენილი ბილეთების დაბრუნებას ვერ შეძლებთ.

ბილეთის თანხა ბრუნდება კლუბის სტატუსის მიხედვით:
- Basic – ბილეთის ღირებულების 60%
- Silver – ბილეთის ღირებულების 80%
- Gold – ბილეთის ღირებულების 90%

დაბრუნების ფუნქციით სარგებლობისთვის, აუცილებელია, რომ კინოსეანსის დაწყებამდე დარჩენილი იყოს მინიმუმ 3 საათი.